Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის ექსპრემიერი ბერლუსკონი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული


სილვიო ბერლუსკონი, იტალიის ექსპრემიერი
სილვიო ბერლუსკონი, იტალიის ექსპრემიერი

სილვიო ბერლუსკონი, რომელიც ოთხჯერ იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, მილანის საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის ინტენსიურ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია 5 აპრილს პოლიტიკურმა წყაროებმა გაავრცელეს.

86 წლის მილიარდერის და მედიამაგნატის ჯანმრთელობა ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა. ის მორიგ ჯერზე გასულ კვირაში გაეწერა საავადმყოფოდან.

ბერლუსკონის, რომელმაც ქონება პოლიტიკაში მოსვლამდე, სატელევიზიო არხებით დააგროვა, 2016 წელს გულის ოპერაცია გაუკეთეს, ჰქონდა პროსტატის სიმსივნეც. მას შემდეგ, რაც 2020 წელს COVID-19-ით გახდა ავად, იგი ბევრჯერ მოხვდა საავადმყოფოში.

XS
SM
MD
LG