Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს


სილვიო ბერლუსკონი. რომი. 2022 წლის 9 აპრილი
სილვიო ბერლუსკონი. რომი. 2022 წლის 9 აპრილი

იტალიის ოთხგზის პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის, ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

მას მკურნალობენ მილანის San Raffaele-ის საავადმყოფოში, სადაც 5 აპრილს მოათავსეს სუნთქვის პრობლემების გამო.

Reuters-ს მოჰყავს საქმესთან დაახლოებული წყაროს ცნობა, რომ 86 წლის მილიარდერი, რომელსაც საკუთარი მედიაიმპერია აქვს, კარდიოლოგიის განყოფილებაში იმყოფება.

სილვიო ბერლუსკონის ავადმყოფობის შესახებ ოფიციალური ცნობა არ გავრცელებულა, მაგრამ გაზეთმა Corriere della Sera-მ დაადასტურა ლეიკემიის, სისხლის უჯრედის კიბოს, დიაგნოზი.

XS
SM
MD
LG