6 აპრილს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში მოლდოვის დაჩქარებული გაწევრიანება შესაძლებელია.
ამის ფონზე მოლდოვა ცდილობს, შეუერთდეს ევროკავშირს და შიშობს, რომ შეიძლება, მეზობელ უკრაინასთან ომში იქნეს ჩათრეული.
მოლდოვა 2022 წელს გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი უკრაინასთან ერთად, რამაც მთავრობის პროდასავლურ ამბიციებს მეტი იმპულსი მისცა.
კიშინიოვმა არაერთხელ დაადანაშაულა რუსეთი, რომ ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას. მოლდოვა, ყოფილი საბჭოთა, რუმინულენოვანი რესპუბლიკა მცირე, 2,5 მილიონიანი მოსახლეობით, უკრაინას ესაზღვრება. მის ტერიტორიაზეა სეპარატისტული, პრომოსკოვური დნესტრისპირეთი, სადაც რუსეთის სამშვიდობო ჯარია განთავსებული.
უკრაინამ და მოლდოვამ 2022 წლის თებერვალსა და მარტში წარადგინეს ევროკავშირის წევრობის განაცხადები.
ივნისში ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს, რომელმაც მარტში წარადგინა ანალოგიური განაცხადი - ევროპული პერსპექტივა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12 პირობა დაუწესეს.