ახლო აღმოსავლეთის მეტოქე ქვეყნების - ირანის და საუდის არაბეთის - საგარეო საქმეთა მინისტრები 6 აპრილს ერთმანეთს შეხვდნენ პეკინში და პირობა დადეს, რომ ერთობლივად იმუშავებენ რეგიონში "უსაფრთხოებისა და სტაბილურობის" უზრუნველსაყოფად. მათ ჩინეთის შუამავლობით გააფორმეს შეთანხმება. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პრინც ფაისალ ბინ ფაჰრანის მოლაპარაკების შემდეგ, მხარეებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ ერთად მუშაობას კავშირების გასაუმჯობესებლად.
თეირანმა და ერ-რიადმა მარტში გამოაცხადეს პეკინის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ურთიერთობის აღდგენის შესახებ, რომელიც შვიდი წლის წინ გაწყდა, როცა ირანში მომიტინგეები თავს დაესხნენ საუდის არაბეთის დიპლომატიურ მისიებს.