Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში პროკურორები 25 წლით ითხოვენ პატიმრობას კრემლის კრიტიკოსის, კარა-მურზასთვის


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმირ კარა-მურზას ადვოკატის თქმით, პროკურორები მისთვის 25 წლით პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ. ადვოკატი დასძენს, რომ კარა-მურზასთვის წაყენებული ბრალდებები მოიცავს მათ შორის სამშობლოს ღალატს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაკრიტიკებით და რომ სასამართლო საქმე სწრაფად მიდის წინ.

კარა-მურზა 2022 წლის აპრილში დააკავეს, როცა უცხოეთიდან რუსეთში დაბრუნდა. ის ერთ-ერთია ოპოზიციის აქტივისტებს, ჟურნალისტებს და სხვა პირებს შორის, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებაზე კრემლის მზარდი ზეწოლის პირობებში დააპატიმრეს.

მისმა ადვოკატმა მარია ეისმონტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურორების თხოვნა 25-წლიანი პატიმრობის შესახებ გამოცხადდა 6 აპრილს დახურულ სხდომაზე. ეისმონტი დასძენს, რომ 41 წლის კარა-მურზამ - რომელიც ორჯერ გადაურჩა სიკვდილს, მისი თქმით, განზრახ მოწამვლის შემთხვევების გამო - 17 კილოგრამი დაიკლო პატიმრობაში.

XS
SM
MD
LG