Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ვიზიტისას ღარიბაშვილი სურსათის საწარმოს და გაბალის მომსახურების ცენტრს ესტუმრა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის სურსათის გადამამუშავებელ საწარმოში. 8 აპრილი, 2023 წელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის სურსათის გადამამუშავებელ საწარმოში. 8 აპრილი, 2023 წელი

აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აქტივობების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის პრესსამსახური. ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოინახულა გაბალის მომსახურების ცენტრი და სურსათის გადამამუშავებელი საწარმო. ორივე ობიექტი მას პრეზიდენტმა ალიევმა დაათვალიერებინა.

მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო 13 ჰა ფართობზე მდებარეობს და ყველაზე მოწინავე საკონსერვო ქარხანაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც 100-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს. საწარმო წელიწადში ამუშავებს დაახლოებით 70,000 ტონა ხილს და ყოველწლიურად აწარმოებს 210,000 ტონა წვენსა და ნექტარს. ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც გადის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიასა და საქართველოში".

რაც შეეხება მომსახურების ცენტრს, ესაა სახელმწიფო სერვისების გამწევი უწყების ერთ-ერთი ფილიალი.

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში გუშინ, 7 აპრილს დაიწყო.

XS
SM
MD
LG