Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სროლა იყო თბილისში - დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება


7 აპრილს, დღის საათებში სროლის ხმა ისმოდა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ათამდე კაცი მანქანებს აჯახებს, ჩხუბობს და შემდეგ მათი ნაწილი ტოვებს ტერიტორიას. ინფორმაცია დაჭრილების შესახებ ამ დროისთვის დადასტურებული არ არის, დაუზუსტებელია ინციდენტში მონაწილე პირთა რაოდენობაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით ჯგუფურად განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG