Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, ვულოცავ ამ უდიდეს დღესასწაულს


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომას ულოცავს მათ, ვინც დღესასწაულს 9 აპრილს აღნიშნავენ.

„კათოლიკებს, სომეხთა სამოციქულო და ლუთერულ ეკლესიებსა და მათ მრევლს - გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. ეს დღე, რომელიც ღვთის სიყვარულის, სიკეთის მარადიული გამარჯვებისა და კაცობრიობისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისს გამოხატავს, სიხარულით ავსებს მორწმუნეთა გულებს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, მშვიდობა, ერთობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა არ მოგკლებოდეთ!“ - წერია ზურაბიშვილის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მოლოცვის ტექსტი ასევე გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის ფეისუბკგვერდზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელით.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველას, ვინც ქრისტიანებისათვის ამ უმნიშვნელოვანეს და ღირსშესანიშნავ მოვლენას დღეს აღნიშნავს. ვუერთდები ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - წერია პოსტში.

XS
SM
MD
LG