Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში რუსეთმა განახორციელა 26 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა


რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლები ზაპოროჟიეში. 2023 წლის 9 აპრილი
რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლები ზაპოროჟიეში. 2023 წლის 9 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 26 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა. გენშტაბის ინფორმაციით, ეს-300 ტიპის 2 რაკეტა მოხვდა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს და 2 - საცხოვრებელ სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს ქალაქ ზაპოროჟიეში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ზაპოროჟიეში დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 60-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 58 შეტევა. გენერალური შტაბის თანახმად, სასტიკი ბრძოლა გრძელდება ქალაქ ბახმუტსა და მის შემოგარენში, სადაც ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 30-ზე მეტი იერიში. გენშტაბის ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლა გრძელდება ავდეევკისა და მარინკის რაიონებშიც, სადაც მოგერიებულია 20-ზე მეტი შეტევა.

XS
SM
MD
LG