Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: რუსეთი რელიგიას იარაღად იყენებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე. მოსკოვი, 8 თებერვალი, 2012.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილე. მოსკოვი, 8 თებერვალი, 2012.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) მორიგ ანგარიშში აანალიზებს რელიგიურ ნიადაგზე რეპრესიებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს რელიგიის იარაღად გამოყენებას საერთაშორისო არენაზე უკრაინის დისკრედიტაციისთვის. ის რელიგიაზე დამყარებულ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებს სამხედრო მიზნების მისაღწევად, მიუხედავად იმისა, რომ თავად უხეშად არღვევს რელიგიურ თავისუფლებებს უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წერენ ექსპერტები.

„რუსეთმა შესაძლოა მართლმადიდებელი აღდგომა გამოიყენოს იმისთვის, რომ გადადოს უკრაინის კონტრიერიშის დაწყება, გამოვიდეს რა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებით მართლმადიდებელი რელიგიისადმი პატივსაცემად, თუმცა თავად რუსეთი არ ავლენს რელიგიის მიმართ ასეთ პატივისცემას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - წერს ISW.

როგორც ინსტიტუტის ექსპერტები ასკვნიან, რელიგიური ხასიათის დევნა, როგორც ჩანს, ასევე არის ნაწილი რუსეთის მხრიდან მიმდინარე კულტურული გენოციდისა და ეთნიკური წმენდის კამპანიისა, რაც მიმართულია უკრაინის დამოუკიდებელი ერისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იდეის განადგურებისკენ.

XS
SM
MD
LG