Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ დონბასში რუსული შვეულმფრენი მი-24 ჩამოაგდეს


უკრაინული მი-24 შვეულმფრენი დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის თავზე. 2014 წლის მაისი. საარქივო ფოტო
უკრაინული მი-24 შვეულმფრენი დონეცკის საერთაშორისო აეროპორტის თავზე. 2014 წლის მაისი. საარქივო ფოტო

უკრაინელმა სამხედროებმა ავდეევკის მიმართულებით რუსული მი-24 შვეულმფრენი გაანადგურეს, ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ფეისბუკზე დაყრდნობით იუწყება.

"დღეს ჩვენი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა გაანადგურეს მტრის მი-24 ტიპის შვეულმფრენი. მტერი არ წყვეტს ავდეევკის მიმართულებით შეტევითი მოქმედებების მცდელობას, მაგრამ იღებს ღირსეულ პასუხს და განიცდის მძიმე დანაკარგებს ცოცხალი ძალისა და განადგურებული აღჭურვილობის მხრივ", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების 110-ე ბრიგადის განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ამ ფაქტის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს. დანაკარგებზე დუმს რუსული მხარე.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ბახმუტი, ავდეევკა და მარინკა. გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე განაგრძობს შტურმს ბახმუტზე სრული კონტროლის დასამყარებლად.

XS
SM
MD
LG