პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა, სავარაუდოდ, „ხალხის ძალის" წევრს, ზურაბ ქადაგიძეს, რომელმაც სახელმწიფოს მეთაური დაადანაშაულა საქართველოს სამართალდამცველების როდიონოვის ჯართან შედარებაში.
„არცერთ ჭორს და ცილისწამებას როგორც წესი არ ვპასუხობ, რასაც ალბათ ამ 4 წლის მანძილზე თქვენც შეამჩნევდით… მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს! და მაინტერესებს სად, როდის და რა სიტყვებით ოდესმე შემიდარებია როდიონოვის ჩექმა და საქართველოს პოლიცია!!!! ან ასეთი შედარება რომელ ავადმყოფ ტვინში უნდა დაბადებულიყო?
ვინც ამას ავრცელებს ის შეურაცხყოფს სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და… საკუთარ თავს.
საერთოდ ტვინში, სულში და გულში რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი რამ მოიფიქროს და ჭორად ჩამოაყალიბოს!" - დაწერა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები.
ამავე ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა ორი ქალი, ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციების სიმბოლოებად იქცნენ.