Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 ადამიანია მოკლული აშშ-ში, ბანკის შენობაში სროლის შედეგად


პოლიციელები ქალაქ ლუისვილში, ბანკში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ადგილთან
პოლიციელები ქალაქ ლუისვილში, ბანკში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ადგილთან

5 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა ამერიკის კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში. ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკის, Old National Bank-ის ოფისში სროლა დაიწყო ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც შეიარაღებულ თავდასხმას ინსტაგრამით, პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოკლეს.

ლუისვილის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ამავე ბანკის თანამშრომელი, 25 წლის კონორ სტერჯენი იყო. CNN-ი გამოძიების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სტერჯენს, რომელიც ბანკში წელიწადზე მეტხანს მუშაობდა, ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ სამსახურიდან უნდა დაითხოვონ.

ლუისვილის ბანკში შეიარაღებული თავდასხმა ადგილობრივი დროით 10 აპრილს, 08:30 საათისთვის, ბანკის გახსნამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე მოხდა.

XS
SM
MD
LG