Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა რუსი ოლიგარქების დამხმარეებს


რუსი მილიარდერები ალიშერ უსმანოვი (მარცხნივ) და რომან აბრამოვიჩი. ლონდონი, 10 მაისი, 2009.
რუსი მილიარდერები ალიშერ უსმანოვი (მარცხნივ) და რომან აბრამოვიჩი. ლონდონი, 10 მაისი, 2009.

დიდმა ბრიტანეთმა 12 აპრილს სანქციები დაუწესა ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ, რომ „ფინანსური შუამავლების“ როლს ასრულებდნენ რუსი ოლიგარქების, რომან აბრამოვიჩისა და ალიშერ უსმანოვისთვის.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ზომები მიმართულია იმათ წინააღმდეგ, ვინც ორ ბიზნესმენს ეხმარება სანქციების სრული ძალით მოქმედებისთვის თავის არიდებაში. ბიზნესმენებს სანქციები დაუწესდათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

„ჩვენ ვამჭიდროებთ ბადეს რუსეთის ელიტისა და იმათ გარშემო, ვინც ეხმარება მათ ომისთვის ფულის გადამალვაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციები დაუწესდათ დიმიტრის იოანიდისსა და ხრისტოდულოს ვასილიადისს, ორ კვიპროსელ „პროფესიონალ დამხმარეს“, რომლებიც, ბრიტანეთის მთავრობის თქმით, ოფშორული სტრუქტურებისა და ტრასტების შექმნაში დაეხმარნენ რუს ოლიგარქებს.

XS
SM
MD
LG