Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები: ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევები ყველაზე ხშირია 2015 წლის შემდეგ


საილუსტრაციო ფოტო - საპროტესტო აქცია ბრიტანეთში ირანის საელჩოსთან, 2010 წ.
საილუსტრაციო ფოტო - საპროტესტო აქცია ბრიტანეთში ირანის საელჩოსთან, 2010 წ.

ირანში გასულ წელს "დრამატულად გაიზარდა" სიკვდილით დასჯის შემთხვევები, აცხადებენ უფლებადამცველი ჯგუფები 13 აპრილს.

2022 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 582 ადამიანი, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მონაცემია - აღნიშნავენ ნორვეგიაში განთავსებული ორგანიზაცია "ირანის ადამიანის უფლებები" (IHR) და საფრანგეთში მოქმედი ორგანიზაცია "ერთად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ".

IHR-ის დირექტორის თქმით, თეირანისთვის შემაკავებელ ფაქტორად მოქმედებს საერთაშორისო კრიტიკა, თუმცა ირანი განაგრძობს სიკვდილით დასჯის გამოყენებას საზოგადოებაზე ზეწოლისთვის - იმ მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, რომლებიც მოჰყვა მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილს.

XS
SM
MD
LG