საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკაიას შეხვდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში EIB-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
"აღსანიშნავია, რომ EIB საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა EIB-ის ჩართულობას კერძო სექტორის გაძლიერების კუთხით", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლისაც შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე მას მადლობა გადაუხადა ფონდის მიერ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის.