Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა უსაფრთხოების მკაცრი ზომები გამოაცხადა


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. დუბლინი. 13 აპრილი, 2023 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. დუბლინი. 13 აპრილი, 2023 წელი

აშშ-ში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საქმეში ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა არმიასა და საიდუმლო სამსახურებს დაავალა, დამატებითი ზომები მიიღონ მგრძნობიარე ინფორმაციის დასაცავად.

სახელმწიფო თავდაცვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კვლავ შეზღუდული რჩება, გამოაცხადა ბაიდენმა. მან თქვა ასევე, რომ არკვევენ ინტერნეტით გავრცელებული მასალების შინაარსობრივ მნიშვნელობას.

საიდუმლო მასალების ინტერნეტით გავრცელებაში ეჭვმიტანილი პირი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირი 14 აპრილს მოსამართლეს წარუდგინეს. არსებული ცნობით, ის მასაჩუსეტსის შტატში სამხედრო ბაზაზე პროგრამისტად. მას ბრალად ედება, რომ უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ დოკუმენტების ასლები ინტერნეტის პლატფორმა Discord-ზე გამოაქვეყნა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ეჭვმიტანილს მიაკვლია მის სახელზე გამოწერილი ანგარიშის წყალობით.

XS
SM
MD
LG