Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გაამარტივა უკრაინასა და სასაზღვრო რაიონებში დაღუპულების „სიკვდილის აღიარება“


სასაფლაო, ქალაქი ბორზია, რუსეთი
სასაფლაო, ქალაქი ბორზია, რუსეთი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ამარტივებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონებსა და რუსეთის საზღვრისპირა რეგიონებში სამხედროების, ოფიციალური პირებისა და მაცხოვრებლების დაღუპულად ან დაკარგულად აღიარებას.

დოკუმენტის მიხედვით, დაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომლის ადგილსამყოფელი ექვსი თვის განმავლობაში უცნობია.

გარდაცვლილად - თუ ის გაუჩინარდა სიკვდილის საფრთხის შემცველ გარემოებებში ან "გარკვეული შემთხვევის" შედეგად ექვსი თვის წინ.

ადრე ამისათვის საჭირო იყო ორწლიანი ლოდინი საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.

ვინც დაინტერესებულია პირის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებით, ისევ უნდა მიმართონ სასამართლოს.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის პაველ კრაშენინნიკოვის თქმით, ეს ცვლილებები ოჯახებს დაეხმარება სწრაფად გააფორმონ დოკუმენტები სოციალური დახმარების და სადაზღვევო თანხის მისაღებად, შეინარჩუნონ სამხედრო მოსამსახურეების ქონება და მემკვიდრეობა.

XS
SM
MD
LG