Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახმუტში გრძელდება შეტაკებები, 11-მდე გაიზარდა სლოვიანსკში სახლის დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი


უკრაინის საარტილერიო ძალები ბახმუტის ფრონტის ხაზზე, 2023 წლის 13 აპრილი
უკრაინის საარტილერიო ძალები ბახმუტის ფრონტის ხაზზე, 2023 წლის 13 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის არმია განაგრძობდა აღმოსავლეთ უკრაინის არეალების ინტენსიურ დაბომბვას - იუწყება უკრაინის არმია 15 აპრილს. ქალაქ სლოვიანსკში საცხოვრებელ სახლზე თავდასხმას ბოლო მონაცემებით ემსხვერპლა 11 ადამიანი.

15 აპრილს უფრო ადრე გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში უკრაინის გენრალური შტაბი იუწყებოდა, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონში სლოვიანსკს და ახლოს მდებარე კრამატორსკს ესროლა 13 S-300-ის ტიპის რაკეტა. სლოვიანსკიც და კრამატორსკიც უფრო და უფრო ინტენსიური შეტევის ქვეშაა ქვეყანაში შეჭრილი რუსეთის ძალების მხრიდან, რომლებიც ამჟამად კონცენტრირებულნი არიან ახლოს მდებარე ბახმუტში. რუსეთის არმია უკვე თვეებია ცდილობს ბახმუტის დაკავებას და თანდათან წინ მიიწევს, დიდი დანაკარგებით.

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, მისმა ძალებმა მოიგერიეს რუსეთის 56 შეტევა ლიმანზე, ბახმუტზე, ავდეევკაზე და მარინკაზე.

XS
SM
MD
LG