16 აპრილის ღამეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ნიკოლაევის ოლქზე თავდასხმას 2005 წელს დაბადებული ორი მოზარდი ემსხვერპლა. ინფორმაციას ოლქის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ავრცელებს.
მისი სიტყვებით, დაბომბვის ქვეშ მოყვნენ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო და კულტურის სახლი.
კიმის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-300-დან.
16 აპრილის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა შეტევა განახორციელეს ზაპოროჟიეზეც.
კამიშევახეში დაზიანდა ადგილობრივი ეკლესია, სადაც წირვა არ მიმდინარეობდა. დაზიანდა მიმდებარე შენობებიც.