Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ერთი წლის წინ ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო, დღეს ვლოცულობთ გამარჯვებისთვის


ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევი, 2023 წელი
ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული მიულოცა.

მისალოც სიტყვაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის დროშა მალე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აფრიალდება, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა იზეიმებს და დაისჯება ყველა, ვინც გასცა და აღასრულა დანაშაულებრივი ბრძანება.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება... ერთი წლის წინ, ამ დღეს, ჩვენ ყველა ვლოცულობდით, რომ უკრაინას გაეძლო. დღეს ვლოცულობთ უკრაინის გამარჯვებისთვის. ჩვენ კი არ ველოდებით და ვითხოვთ, არამედ ვიმარჯვებთ და თავად ვქმნით ამ გამარჯვებას... ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. ალბათ, ყველაზე რთული მწვერვალები წინ გველის. გადავლახავთ და ერთად შევხვდებით ჩვენს გარიჟრაჟს... მსოფლიო ხედავს ჩვენს გამბედაობას და უძლეველობას. მტერი ხედავს ჩვენს ძალასა და მონდომებას და ამიტომ, უკრაინა იხილავს გამარჯვების შუქს. ომმა ვერ წაგვშალა ჩვენ, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი დღესასწაულები. სადაც არ უნდა აღვნიშნოთ აღდგომა, სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა თითოეული ჩვენგანი, აღდგომას ერთად აღვნიშნავთ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ - უკრაინელები. ერთი დიდი სახლი გვაქვს - უკრაინა. ჩვენ ერთი დიდი მიზანი გვაქვს - გამარჯვება“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 417-ე დღეა.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
XS
SM
MD
LG