Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ითხოვს უსაფრთხოების დაუყოვნებელ გარანტიებს უკრაინისთვის


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ითხოვს დაუყოვნებელ, "ეფექტიან უსაფრთხოების გარანტიებს" უკრაინისთვის, იმ ფონზე, როცა გრძელდება სამაშველო სამუშაოები დონეცკის რეგიონის ქალაქ სლოვიანსკში, სადაც საცხოვრებელ სახლზე რუსეთის მიერ მიტანილ იერიშს ემსხვერპლა სულ მცირე 11 სამოქალაქო პირი.

ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში 15 აპრილს ზელენსკიმ თქვა, რომ 90 წუთის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, და ორი ლიდერი შეთანხმდა "პრინციპებზე, რომლებიც აერთიანებს მთელ ჩვენს ანტი-საომარ კოალიციას". მათ შორისაა პრინციპები, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის მთელი ტერიტორია, უნდა განხორციელდეს გაეროს ქარტიის ყველა პუნქტი, და რომ "რუსეთის მხრიდან საერთაშორისო კანონების დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი". ზელენსკიმ ნატოს ლიდერებს მოუწოდა "უკრაინისთვის გააფართოონ უსაფრთხოების გარანტიები" ივლისში, ვილნიუსში დანიშნული სამიტის წინ, "მანამდეც, სანამ ჩვენ ალიანსს შევუერთდებით".

უკრაინამ ნატოს სექტემბერში სთხოვა განეხილა ალიანსში მისი გაწევრიანების დაჩქარებული გზა. 15 აპრილს, ბუქარესტში, შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა "გამოიყენოს სტრატეგიული ინიციატივა და მზად იყოს სწრაფი და წინმსწრები მოქმედებისთვის", უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. მისი თქმით, ამგვარი მიდგომა "ყველაზე გამომაფხიზლებელი ფაქტორი იქნება ნებისმიერი აგრესორისთვის". რეზნიკოვმა ასევე მოითხოვა "გარანტიათა სისტემა", რომელიც, მისი თქმით, შეკვეცავს "რუსეთის ფედერაციის სურვილს საკითხები ძალის გამოყენებით გადაჭრას".

XS
SM
MD
LG