Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დააკავა როგორც ჩანს საწვავის კონტრაბანდით დატვირთული უცხოური გემი


ნავთობის ტანკერი ირანის ნაპირთან, საილუსტრაციო ფოტო
ნავთობის ტანკერი ირანის ნაპირთან, საილუსტრაციო ფოტო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) დააკავა უცხოური ხომალდი, რომელსაც, როგორც ჩანს, სპარსეთის ყურეში კონტრაბანდული საწვავი გადაჰქონდა - იუწყება ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი 16 აპრილს.

გავრცელებული ცნობით, ხომალდის ეკიპაჟი დაკავებულია.

სააგენტო არ აკონკრეტებს დეტალებს ხომალდზე, რომელიც, როგორც იუწყებიან, 1.45 მილიონ ლიტრამდე მოცულობის საწვავით იყო დატვირთული, არ აცხადებენ არც სახელმწიფოს, სადაც ხომალდი რეგისტრაციაშია გატარებული.

იმის გამო, რომ საწვავი ირანში ძლიერადაა სუბსიდირებული, ხშირი პრაქტიკაა ქვეყნიდან მისი გატანა მეზობელ ქვეყნებში წაღების მიზნით.

XS
SM
MD
LG