Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდში ხანძრები გაჩნდა სავარაუდოდ დრონების შეტევის შედეგად


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში ხანძრები გაჩნდა ორ სამოქალაქო ობიექტზე. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება. რა ობიექტებზეა ლაპარაკი, გლადკოვს არ დაუზუსტებია. ცნობიდან ცოტა ხნის შემდეგ მან დაწერა, რომ ხანძრები ჩააქრეს, მსხვერპლი არ არის.

ადრე ტელეგრამში იტყობინებოდნენ აფეთქებებზე ბელგოროდში და გამოაქვეყნეს ხანძრების ვიდეოები. წინასწარი მონაცემებით, საქმე ეხება უპილოტო საფრენი აპარატების იერიშს.

ზოგი წყარო წერს, რომ დარტყმა განხორციელდა თბოელექტროსადგურზე, სხვები იტყობინებიან, რომ იერიში განხორციელდა ქვესადგურის წინააღმდეგ. ასევე იტყობინებიან ელექტრომომარაგებაში შეფერხებების შესახებ ბელგოროდის ნაწილში.

11 აპრილს ბელგოროდში, შუხოვის სახელობის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა დრონი. თებერვლის ბოლოს ქალაქის ქუჩებში რამდენიმე დრონი ჩამოვარდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ინციდენტების დროს არავინ დაშავებულა, იყო მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები.

უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში - ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში - რეგულარულად ხორციელდება იერიშები, არის ნგრევა და მსხვერპლი. რეგიონული ხელისუფლება იტყობინება, რომ იერიშებს ახორციელებს უკრაინული მხარე. კიევი ამ ცნობებზე კომენტარებზე არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG