Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი: უკანასკნელ დღე-ღამეში უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქში 60-ზე მეტი იერიში მოიგერიეს


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები ბამუტთან. 20 მარტი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები ბამუტთან. 20 მარტი, 2023.

უკრაინის ძალებმა რუსეთის ჯარების იერიშების რამდენიმე ტალღა მოიგერიეს დონეცკის ოლქში, განაცხადეს 17 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. ამავე დროს რუსეთმა რამდენიმე სარაკეტო და საავიაციო იერიში განახორციელა დასახლებულ პუნქტებზე სამხრეთის ორ ოლქში. არის მსხვერპლი და ნგრევა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა S-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით 25 სარაკეტო დარტყმა და 42 საჰაერო იერიში განახორციელეს ქალაქებზე - ზაპოროჟიესა და კომიშუვახაზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებიან.

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ტელეგრამში წერს, რომ რუსეთის იერიშების შედეგად მინიმუმ ერთი სამოქალაქო პირი დაიჭრა ზაპოროჟიეში.

უკრაინის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის 60-ზე მეტი იერიში მოიგერიეს. რუსეთის ჯარები, დიდი დანაკარგების მიუხედავად, განაგრძობენ საიერიშო მოქმედებებს დონეცკის ოლქში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებით.

XS
SM
MD
LG