Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვიპროსის უმსხვილესი ბანკი აუქმებს რუსი კლიენტების ანგარიშებს


საილუსტრაციო ფოტო. Bank Of Cyprus-ის ოფისი
საილუსტრაციო ფოტო. Bank Of Cyprus-ის ოფისი

კვიპროსის უმსხვილესმა ბანკმა Bank Of Cyprus-მა გადაწყვიტა ანგარიშები დაუხუროს რუს კლიენტებს. ამის შესახებ Forbes-ის რუსულენოვანი გამოცემა წერს. მისი ინფორმირებული წყაროების თანახმად, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთისგან სანქციების თავიდან ასაცილებლად, ბანკმა გასული კვირიდან დაიწყო რუსი კლიენტების წერილობით გაფრთხილება, რომ მათი ანგარიშები ორი თვის განმავლობაში დაიხურება.

Forbes-ის რუსულენოვანი გამოცემა წერს, რომ 2022 წელს, კვიპროსის ამ ბანკის დეპოზიტებზე რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ 700 000 ევროზე მეტი, რაც 6%-ით მეტია 2021 წლის მონაცემებზე. გამოცემის წყაროთა თანახმად, სავარაუდოა, რომ Bank Of Cyprus-ში ანგარიშები აქვს კვიპროსზე მცხოვრები რუსების დაახლოებით 15%-ს.

2022 წლის მონაცემებით, ე.წ. ოქროს პასპორტის პროგრამით, ანუ ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ, კვიპროსის მოქალაქეობა ჰქონდა რუსეთის 2886 მოქალაქეს. მათ შორის - არაერთ რუს ოლიგარქს და მათი ოჯახის წევრებს.

XS
SM
MD
LG