Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მსჯელობს სანქციების დაწესებაზე სერბულენოვანი RT Balkan-ისთვის


ევროპის კავშირი მსჯელობს სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სერბულენოვანი ტელეარხის, Russia Today Balkan-ისთვის (RT Balkan). ამის შესახებ დიპლომატიური წყაროებიდან გახდა ცნობილი.

რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ევროპის კომისია კრემლის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის გამო. წყაროების თქმით, დაგეგმილი სანქციების წინასწარ ნუსხაში ასევე შედის „აკრძალული მედიასაშუალებების, მათ შორის Russia Today Balkan-ის, სიის გაფართოება.“

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპის კავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე წყება დააწესა. ამჟამად ევროკავშირში მზადდება სანქციების მორიგი, მე-11 პაკეტი.

2022 წლის მარტში ევროკავშირმა შეაჩერა რუსეთის მთავრობის ხელშეწყობით მოქმედი ზოგიერთი მედიასაშუალების, მათ შორის RT-ის მაუწყებლობა თავის ტერიტორიაზე. მასმედიის ევროპელმა რეგულატორებმა ეჭვქვეშ დააყენეს ტელეარხის მიერ იმ მოვლენების გაშუქების ობიექტურობა, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრასთან არის დაკავშირებული.

XS
SM
MD
LG