სამხრეთი კორეა აკრძალავს რუსეთში 740-ზე მეტი დასახელების საქონლის ექსპორტს, მათ შორის ავტონაწილების, ნახევარგამტარების, სამშენებლო აღჭურვილობის, ქიმიკატებისა და ძვირფასი ქვებისა. ინფორმაციას სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტრომ ახალი სანქციები ახსნა იარაღის წარმოებისთვისა და სამხედრო მიზნებისთვის ამ საქონლის გამოყენების დიდი ალბათობით. გაფართოებული სანქციები 28 აპრილს შევა ძალაში.
პირველი 57 სამხრეთკორეული საქონლის სია, რომლებიც აკრძალულია რუსეთის ბაზარზე ექსპორტისთვის, 2022 წლის მარტში გამოჩნდა უკრაინაში რუსული ჯარების შესვლის ფონზე. მასში შედიოდა მიკროპროცესორები, მიკროკონტროლერები, ნახევარგამტარების წარმოებისთვის განკუთვნილი ტექნიკა.
ამჟამინდელი სია შევსებულია 741 პოზიციით, მათ შორისაა სამრეწველო და სამშენებლო აღჭურვილობა, საქონელი ფოლადის, ქიმიური მრეწველობის, საავტომობილო მრეწველობის სფეროდან, 50 ათას დოლარზე უფრო ძვირი ავტომანქანების ნაწილები, გამტარები, კვანტური კომპიუტერები და მათი ნაწილები.
სამხრეთ კორეის სააგენტოს ანგარიშიდან არ ჩანს, ნიშნავს ეს მანქანების ექსპორტის აკრძალვას თუ მხოლოდ მათი სათადარიგო ნაწილებისა. 2022 წლის ბოლოს სამხრეთ კორეიდან ნახმარი მანქანების რუსეთში ექსპორტი თითქმის 13-ჯერ გაიზარდა.