Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენერალური პროკურატურა: რეგისტრირებულია უკანონო სამხედრო მობილიზაციის 15 000 შემთხვევა


მობილიზებული რუსი სამხედროები. ოქტომბერი, 2022 წ.
მობილიზებული რუსი სამხედროები. ოქტომბერი, 2022 წ.

რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ანატოლი რაზინკინმა 26 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის რეგისტრირებულია უკანონო სამხედრო მობილიზაციის 15 000 შემთხვევა.

მას მერე, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2022 წლის სექტემბერში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ომში გაიწვიეს 300 000-ზე მეტი მამაკაცი. ბევრი ჩიოდა, რომ მათი გაწვევა უკანონო იყო და მიუთითებდა სამხედრო გამოცდილების არქონაზე, ორზე მეტი მცირეწლოვანი შვილის ყოლაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ან ხანდაზმულ ასაკზე.

დეკემბერში საჩივრების ტალღის ფონზე დეპუტატმა ანდრეი კარტაპოლოვმა თქვა, რომ სახლში დააბრუნეს 10 000-ზე მეტი უკანონოდ გაწვეული მამაკაცი.

XS
SM
MD
LG