Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები გაიტაცეს - ეჭვმიტანილები დააკავეს


ფოტო არქივიდან: მილიციის ავტომობილები ოკუპირებულ აფხაზეთში. 5 მაისი, 2021 წ.
ფოტო არქივიდან: მილიციის ავტომობილები ოკუპირებულ აფხაზეთში. 5 მაისი, 2021 წ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებისა და მათგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, 14 აპრილის საღამოს სოხუმის სავაჭრო კომპლექსის, „სოხუმი მარკეტის“, მიმდებარე საპარკინგე ტერიტორიიდან რუსეთის მოქალაქე ლეონიდ შოკლერი Lexus GX-ის მარკის ავტომობილში ჩასვეს და სოფელ აჩადარაში წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ლეონიდ შოკლერი 2023 წლის 18 აპრილამდე არაერთხელ გადაიყვანეს სხვადასხვა მისამართზე. ის დედისგან 5000 აშშ დოლარის ოდენობის გამოსასყიდის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს“, - ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის განცხადებაში.

ე.წ. პროკურატურის თანახმად, 19 აპრილს, შუადღით, სოხუმში, შოკლერის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან, მისი მეგობარი ისმაილ შეიხიც გაიტაცეს.

გატაცებული მოტყუებით წაიყვანეს გალის რაიონის სოფელ ოქუმში. მის მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მიუხედავად, ისმალ შეიხმა მოახერხა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლება და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა“, - ნათქვამია განცხადებაში.

22 აპრილს დააკავეს საქმეზე ეჭვმიტანილი, ოკუპირებული აფხაზეთის 5 მკვიდრი. მათ სოხუმის „საქალაქო სასამართლომ“ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 24 აპრილს კი დააკავეს დანაშაულში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი.

XS
SM
MD
LG