უკრაინაში, ქალაქ ხერსონთან, როგორც ჩანს, რუსეთის არმიის მიერ ანტონოვსკის ხიდისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა იტალიური გამოცემის, La Repubblica-ს კორესპონდენტის ადგილობრივი ასისტენტი ბოგდან ბიტიკი.
გამოცემის კორესპონდენტი კორადო ზუნინო, რომელიც რეპორტაჟს ამზადებდა უკრაინის ჯარის მიერ გათავისუფლებულ ხერსონში სამოქალაქო მოსახლეობის ყოფის შესახებ, მხარშია დაჭრილი და საავადმყოფოში მოათავსეს.
იტალიის ხელისუფლების თანახმად, ზუნინო რუსეთის დრონის თავდასხმის შედეგად დაიჭრა. La Repubblica-ს რედაქცია ამტკიცებს, რომ ჟურნალისტებს სნაიპერებმა ესროლეს.
უკრაინის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება.
ორგანიზაციის "ექიმები უსაზღვრებოდ" მონაცემებით, „უკრაინაში ომის დაწყებიდან აპრილის დასაწყისამდე მოკლეს მედიის რვა წარმომადგენელი, მათ შორის რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის თანამშრომელი კიევში ვერა გირიჩი