Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მცხოვრებლებს შორის მასობრივი ჩხუბი სროლით დასრულდა, არიან დაზარალებულები


26 აპრილს ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონის სოფელ კურტათში მოხდა ჩხუბი, დაახლოებით 50 ადამიანის მონაწილეობით. საიტ „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ჩხუბი იმდენად სასტიკი იყო, რომ მასში მონაწილე მინიმუმ 11 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ტელეგრამის არხ Mash Gor-ის ინფორმაციით, დაზარალებულთაგან სამი ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრია, დანარჩენები - ინგუშეთიდან. ტელეკომპანია REN-ის ცნობით, ჩხუბის ორი მონაწილე, 1994 და 1999 წლებში დაბადებული მამაკაცები, იმავე პრიგოროდნის რაიონის სოფელ კამბილევსკოედან არიან.

ჩხუბის მიზეზად ტელეგრამის არხი Baza ასახელებს ორ მოზარდს შორის დაწყებულ დაპირისპირებას, რომელიც მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე მისული ერთ-ერთი პოლიციელიც დაშავდა. ჩხუბის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ხულიგნობის და იარაღის გამოყენების მუხლებით.

პორტალ "მე-15 რეგიონის" ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთის პრიგოროდნის რაიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებები გაძლიერდა - ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილნი.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG