პარასკევს უკრაინაში ერთდროულად ჩავიდნენ ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენატები, პეტრ პაველი და ზუზანა ჩაპუტოვა. ისინი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო ჯერ ერთად, შემდეგ - ცალ-ცალკე.
უკრაინის პრეზიდენტის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ზელენკიმ მადლობა გადაუხადა ორივე ქვეყნის ლიდერებს კიევის მხარდაჭერისთვის, ზუზანა ჩაპუტოვას კი - რიგითი უკრაინელების დახმარებისთვისაც, რომლებმაც თავშესაფარი პოვეს უკრაინის მეზობელ სლოვაკეთში.
"რთულია საკუთარი თვალით ნახო, როგორ იხდიან უკრაინელები მათთვის ყველაზე მაღალ ფასს, თავიანთი მოქალაქეების სისხლითა და სიცოცხლით. აგრესორთან ომში ისინი იცავენ იმას, რაც ყველა ჩვენგანისთვის საერთოა. ამიტომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ", - აღნიშნავს ჩეხეთის პრეზიდენტი თავის ტვიტერში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს არის პაველის პირველი ვიზიტი უკრაინაში, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
ორი მეზობელი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ იმ დღეს, როდესაც რამდენიმე ქალაქსა და მათ შორის კიევზე რუსეთის მხრიდან კიდევ ერთ მასიური სარაკეტო იერიშები განხორციელდა.