თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი პირველად გამოჩნდა საჯაროდ 29 აპრილს სამი დღის შემდეგ მას მერე, რაც მას კუჭის ინფექციამ არ მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო წინასაარჩევნო კამპანიაში საკვანძო გამოკითხვებამდე.
წითელ ქურთუკში გამოწყობილი, მოღიმარი 69 წლის ერდოანი საავიაციო ფესტივალის სცენაზე ავიდა და ყვავილები დაურიგა მომხრეებს, რომლებიც დროშებს აფრიალებდნენ.
ერდოანს ახდნენ ახლო მოკავშირე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევსა და ლიბიის პრემიერ-მინისტრი, აბდელჰამიდ დბეიბაჰი. ორივე ეს ქვეყანა ომებს აწარმოებდნენ თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც წარმოდგენილი იქნება საავიაციო ფესტივალზე, რომელიც 29-30 აპრილს იმართება.
გამოკითხვებით, ერდოანი ოდნავ ჩამორჩება თავის სეკულარულ მეტოქეს, ქემალ ქილიჩდაროღლუს. ასევე საფრთხე ემუქრება ერდოანის ისლამური ორიენტაციის პარტიის ბატონობას პარლამენტში, სადაც მას კოალიცია აქვს ულტრანაციონალისტებთან.
საპრეზიდენტო, ასევე 28-ე დიდი ეროვნულ კრების არჩევნები 14 მაისს იმართება თურქეთში.