Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სტიქიამ ათეულობით ოჯახი დააზარალა 


ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.
ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.

წუხელ, გვიან ღამით, ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის ოთხი სოფლის - ნინიგორის, განათლების, გელათის და ცოდნისკარის მოსახლეობა დააზარალა.

ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.

„ვენახები, ხეხილის და საზამთროს ბაღები თითქმის 60-70 პროცენტით არის განადგურებული“, - ამბობს ფერმერი ნოდარ კაპანაძე.

სტიქიისგან მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ფერმერთა დიდი ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

სოფელ ნინიგორში მერის წარმომადგენელი ზვიად შარიქაძე დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას არ ჰპირდება, თუმცა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზარალს აღწერენ და მონაცემებს შესაბამის სამსახურებს გადასცემენ.

XS
SM
MD
LG