Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლენინგრადის ოლქში სავარაუდოდ ააფეთქეს ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი

საილუსტრაციო ფოტო: ყაზანი, 6 სექტემბერი, 2017.
საილუსტრაციო ფოტო: ყაზანი, 6 სექტემბერი, 2017.

ლენინგრადის ოლქის გატჩინის რაიონში წაიქცა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენი. გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს აზრით, კონსტრუქცია ააფეთქეს. ამის შესახებ გამოცემა „ფონტანკა“ იტყობინება.

ელექტროგადამცემი ხაზის მეზობელ საყრდენზე აღმოჩენილია უცნობი საგანი. დროზდენკო მიიჩნევს, რომ ეს ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიძლება იყოს.

ცნობილია, რომ ინციდენტი მოხდა 1 მაისს, ნაშუაღამევს. გატჩინის რაიონის მოსახლეებმა აფეთქების ხმა გაიგონეს და დაინახეს. ელექტროგადამცემი ხაზის წაქცეული საყრდენი გარიჟრაჟზე აღმოაჩინეს საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა.

ახლა სავარაუდო დივერსიის ადგილზე მუშაობენ ასაფეთქებელი მოწყობილობების სპეციალისტები და ფსბ-ს თანამშრომლები. როგორც იტყობინებიან, ოლქში არ დარღვეულა ელექტრომომარაგება.

განვლილ კვირაში აფეთქება მოხდა სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონის ქალაქ პავლოვსკში, მიტოვებული საქვაბისა და საცხენოსნო კლუბის რაიონში. არავინ დაშავებულა. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ამუშავდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

XS
SM
MD
LG