Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ფეიკი უწოდეს რუსეთში უკრაინის სპეცსამსახურების აგენტების დაკავებას


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში „მორიგი მტრული დეზინფორმაცია“ უწოდეს რუსეთის განცხადებას უკრაინის სპეცსამსახურების აგენტების დაკავების შესახებ.

სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრი იუსოვის თქმით, „კრემლის ახალგამომცხვარი ფეიკები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის რეჟიმს ეშინია უკრაინის და მისი სპეცსამსახურების, კერძოდ, დაზვერვის“.

იუსოვის განცხადებით, ეს შიში გამართლებულია, რადგან ომის ყველა დანაშაულისთვის პასუხს აგებენ და ყველაზე უსაფრთხო გზა იქნება, თუკი უკრაინულ მართლმსაჯულებას ნებაყოფლობით ჩაბარდებიან.

3 მაისს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინა „უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო არხი“, რომლის გამოყენებით, თურქეთის და საქართველოს გავლით, ბულგარეთიდან რუსეთში ჩადიოდა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელებად შენიღბული, „ბრიტანული წარმოების ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები“ ყირიმში „ტერაქტების მოსაწყობად“.

რუსეთის უშიშროების სამსახურის მტკიცებით, ტერაქტები დაგეგმილი იყო ყირიმის ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულია „ყირიმში მოქმედი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ღრმად კონსპირაციული აგენტურული ქსელის“ 7 წევრი, რომლებიც რუსეთის, უკრაინის და ბულგარეთის მოქალაქეები არიან.

უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულია 2014 წლიდან.

XS
SM
MD
LG