Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ განაცხადა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი. შანხაი. 21 აპრილი, 2023 წელი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი. შანხაი. 21 აპრილი, 2023 წელი

ჩინეთი მზად არის, უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებაში კონკრეტული წვლილის შეტანის მიზნით, რუსეთთან კომუნიკაცია იქონიოს და კოორდინაცია გასწიოს მხარეებს შორის - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა.

განცხადება ეფუძნება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცინ განის, რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, საუბარს, რომელიც „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შეხვედრის დროს გაიმართა ინდოეთის ქალაქ გოაში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთს რუსული აგრესია ცხადად არ დაუგმია და კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს კრემლთან.

26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ძინპინს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ზელენსკიმ სი ძინპინთან საუბარს „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG