Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აცხადებს, რომ არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება პირველ მაისს დაიწყო


პოლიციამ 7 მაისს განცხადება გავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვანში არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება პირველ მაისს დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მშობლის თანდასწრებით, გამოიკითხნენ არასრულწლოვანები. ასევე გამოჰკითხეს „საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები“, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები.

6 მაისს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც, სავარაუდოდ, ასახულია სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე. ვიდეოს თანმხლები აღწერის მიხედვით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა.

XS
SM
MD
LG