უფლებადამცველი ორგანიზაცია "მემორიალი" აცხადებს, რომ რუსეთის ქალაქ პერმის დანაყოფის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ჩერნიშოვს 15 დღით მიესაჯა პატიმრობა ხულიგნობის ბრალდებით, რომელიც უკავშირდება მის მისვლას ხიმკის სასამართლოში, მოსკოვის აეროპორტში დაკავების შემდეგ.
"მემორიალი" ავრცელებს ჩერნიშოვის სიტყვებს, რომ ის დაუმორჩილებლობის რაიმე აქტს ვერ განახორციელებდა, რადგან იმ დროს უკვე დაკავებული იყო.
ალექსანდრ ჩერნიშოვი 5 მაისს დააკავეს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, როცა სტამბოლისკენ მიმავალ რეისზე ადიოდა.
"მემორიალის" წარმომადგენელთა თქმით, მისი დაკავება შესაძლოა უკავშირდებოდეს გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს პერმში ორგანიზაციის საარქივო მასალების გარშემო. ამ მასალების მოსკოვში გადატანის ბრძანება ხელისუფლებამ მას შემდეგ გასცა, რაც 2022 წლის თებერვალში ჯგუფი გააუქმეს.
მარტში პოლიციამ პერმში "მემორიალის" აქტივისტების სახლები გაჩხრიკა, აქტივისტები კი საარქივო მასალების შესახებ დაკითხა.
ვეტერანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ოფიციალურად დახურვის შემდეგ რეგისტრირების გარეშე მუშაობს.