Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკოლის მძღოლის მიერ მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება ვანში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმეზე. მძღოლს, რომელიც ამავე სკოლის დირექტორის ქმარია, ხუთიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"მიმდინარე წლის 1 მაისს, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო გამოძიება", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილის კვალიფიკაციით - ამ მუხლით პატიმრობით ისჯება სრულწლოვანის მხრიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის პირის მიმართ გარყვნილი ქმედება.

რადიო თავისუფლებას განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ დირექტორს, რომლის ქმრის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თანამდებობის დატოვებაზე განცხადება აქვს დაწერილი.

XS
SM
MD
LG