Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ქართულად მიულოცა ევროპის დღე


ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მიულოცა ევროპის დღე, რომელიც 9 მაისს აღინიშნება. ჰერჩინსკის ქართულენოვანი ვიდეომილოცვა ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა.

9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღედ ითვლება. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა გამოაცხადა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნახშირის და ფოლადის მრეწველობის გაერთიანების ინიციატივა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის შექმნას.

საქართველო უკვე წლებია ევროპის დღეს აღნიშნავს. როგორც ელჩი ჰერჩინსკი აცხადებს, წელს საქართველო ევროპის დღეს ხვდება ევროპული პერსპექტივით, რაც დიდი წარმატებაა:

„შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია იმისთვის, რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას ამ გზაზე! გილოცავთ ევროპის დღეს!“

  • 2022 წლის 3 მარტს საქართველომ და მოლდოვამ წარადგინეს ევროკავშირის წევრობის განაცხადი. რამდენიმე დღით ადრე, 28 თებერვალს, ეს გააკეთა რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ.
  • 2022 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა.
  • ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსგან მოითხოვა 12 რეკომენდაციის შესრულება.

XS
SM
MD
LG