Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი კვლავ აკრიტიკებს თავდაცვის სამინისტროს, რუს სამხედროებს ადანაშაულებს ბახმუტისთვის ბრძოლიდან გაქცევაში


ევგენი პრიგოჟინი, გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" დამაარსებელი
ევგენი პრიგოჟინი, გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" დამაარსებელი

რუსეთის გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ დაადანაშაულა "ვაგნერის" მებრძოლებისთვის არასაკმარისი მომარაგების მიწოდებაში და რუს სამხედროებს ბრალი დასდო უკრაინის ქალაქ ბახმუტისთვის მიმდინარე ბრძოლიდან გაქცევაში.

პრიგოჟინის ეს განცხადებები, რომლებიც მისმა პრესსამსახურმა 9 მაისს გაავრცელა, ჯერჯერობით ბოლოა რუსეთის არმიის მაღალჩინოსნებთან მის უკვე ხანგრძლივ და საჯარო კონფლიქტში.

გასულ კვირაში პრიგოჟინი გამოვიდა მუქარით, რომ ტყვია-წამლის ნაკლებობის გამო 10 მაისამდე "ვაგნერის" მებრძოლებს გაიყვანდა ბახმუტის რეგიონიდან, სადაც ისინი ცენტრალურ როლს ასრულებენ თვეების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში.

პრიგოჟინმა გაავრცელა სხვა ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც იდგა დახოცილი ჯარისკაცების გვამების ფონზე - მისი თქმით, ესენი "ვაგნერის" დაღუპული მებრძოლები იყვნენ.

თუმცა შემდეგ პრიგოჟინი აცხადებდა, რომ მიიღო "საბრძოლო ბრძანება", რომელიც ითვალისწინებდა საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალების და იარაღის მიწოდებას ბახმუტისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად.

XS
SM
MD
LG