Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კვირას ღამით განგაში ორჯერ გამოცხადდა


"შაჰედ 136-ის" ნარჩენები. უკრაინა. საილუსტრაციო ფოტო
"შაჰედ 136-ის" ნარჩენები. უკრაინა. საილუსტრაციო ფოტო

შაბათს, საღამოს, უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის განგაში.

მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია ქალაქ ტერნოპოლში აფეთქებების შესახებ. საოლქო საბჭოს ხელმძღვანელმა მიხაილ გოლოვკომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში აფეთქდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ეს განგაში დაემთხვა დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალის დაწყებას.

გვიან ღამით სირენები ისევ ჩაირთო და სამიზნე ისევ ქალაქი ტერნოპოლი გახდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა.

მთლიანობაში, უკრაინის რეგიონული ადმინისტრაციების ცნობით, შაბათს და კვირას ღამით ქვეყნის ათ რეგიონს ესროლეს. დარტყმა მიაყენეს ხარკოვსა და ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტსაც. მსხვერპლი არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის თანახმად, 14 მაისის ღამეს ჩამოაგდეს 18 „შაჰედი“ დრონი, რამდენიმე სხვა ტიპის უპილოტო თვითმფრინავი და სამი ფრთოსანი რაკეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG