Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახმუტის მახლობლად მაღალი რანგის ორი რუსი ოფიცერი დაიღუპა


ფრონტისპირა ქალაქი ბახმუტი
ფრონტისპირა ქალაქი ბახმუტი

უკრაინაში ქალაქ ბახმუტის მახლობლად მიმდინარე საომარი მოქმედების დროს რუსეთის არმიის მე-4 მოტორიზებული მსროლელი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და ასევე სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის დარგში საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ევგენი ბროვკო დაიღუპნენ.

ეს ინფორმაცია, რომელიც წინა დღით უკრაინულ და რუსულ წყაროებში გამოჩნდა, კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა.

რუსეთის სამხედრო უწყება ხშირად არ ადასტურებს მაღალი რანგის მეთაურების სიკვდილს და არ ამჟღავნებს მათ ვინაობას. სამინისტროს ცნობით, ორი მაღალი რანგის რუსი ოფიცერი უკრაინელი სამხედროების თავდასხმების მოგერიებისას ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით, დასახლებულ პუნქტ კრასნოეს ტერიტორიაზე დაიღუპნენ. უწყება ამტკიცებს, რომ პოლკოვნიკები უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ პირადი შემადგენლობის ქმედებებს და ბროლის ველზე "გმირულად" დაიღუპნენ.

ბახმუტის მახლობლად ბოლო დღეებში უკრაინელი სამხედროები აქტიურად უტევენ ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით განლაგებულ რუსეთის დანაყოფებს და დაფიქსირდა უკრაინული ჯარების ტაქტიკური წარმატებები. ამ ქალაქში მყოფი რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია ფლანგებიდან რუსი სამხედროების უწესრიგო უკუქცევის შესახებ. პრიგოჟინს რუსი პოლკოვნიკების დაღუპვაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

12 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად აღიარა უკრაინის დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთით მდებარე პოზიციებიდან უკან დახევა და რუსეთის არმიის მიერ ბერეხოვკის წყალსაცავთან „უფრო ხელსაყრელ“ პირობებში „ახალი მიჯნის“ დაკავება.

XS
SM
MD
LG