Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთს, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ელოდება


თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებული ბიულეტენების 94.24%-ის დამუშავების შედეგად, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, ხმების 49.59% აქვს, მის მთავარ კონკურენტს ოპოზიციური "სახალხო ალიანსიდან", ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 44.67%. 5,28%-ით მესამე ადგილზეა პოლიტიკური ბლოკის, „ალიანსს ატას“ კანდიდატი სინან ოღანი.

ხმების დათვლა გრძელდება. თუ საბოლოოდ ერდოანი 50%-ზე მეტს მოიპოვებს, თურქეთის პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50%-ზე მეტს, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება თურქეთში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, 50.11%-ით ლიდერობს ერდოანის "რესპუბლიკური ალიანსი“. 34.76%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციური "სახალხო ალიანსი". 9.79%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენეებისა და მწვანეების ალიანსი.

არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG