Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია


თაბუკაშვილის ქუჩა
თაბუკაშვილის ქუჩა

თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ცეცხლი უკიდია შენობის ბოლო სართულს.

დაკვამლიანება შეიმჩნევა ქალაქის სხვა ადგილებიდანაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცეცხლის გაჩენიდან რამდენიმე საათის შემდეგ, 17:00 საათზე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი ჩააქრეს. უწყებას არ აქვს დაშავებულების შესახებ ინფორმაცია. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

მასალა განახლდა ცეცხლის ჩაქრობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ.

XS
SM
MD
LG