Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება მოხდა


ლუგანსკი (საარქივო ფოტო)
ლუგანსკი (საარქივო ფოტო)

ლუგანსკში, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ორშაბათს დილით ორი აფეთქება მოხდა მანქანების სადგურთან. ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულ მმართველებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო "ტასი". არსებული ინფორმაციით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მსხვერპლის შესახებ ცნობილი არ არის.

რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია გამოთქვამს ვარაუდს, რომ დარტყმის სამიზნე იყო ყოფილი საავიაციო სკოლის ტერიტორია და რომ აფეთქება რაკეტებით განხორციელდა.

დღისით ლუგანსკში კიდევ ერთი აფეთქება იყო, ვრცელდება ცნობები დაჭრილების და ერთი დაღუპულის შესახებ. ტელეგრამის რუსული არხების თანახმად, აფეთქება მოხდა სილამაზის სალონში და თავდასხმა რაკეტებით არ განხორციელებულა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG