Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას პრესსამსახური აქვეყნებს მის ფოტოს სამხედრო მუნდირში


ლუკაშენკას საარქივო ფოტო
ლუკაშენკას საარქივო ფოტო

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესსამსახური ტელეგრამის არხით აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც იგი სამხედრო მუნდირშია შემოსილი. იუწყებიან, რომ ლუკაშენკას ეს ფოტო გადაღებულია 15 მაისს, არმიის ხელმძღვანელობასთან მისი შეხვედრის წინ.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა ექვსი დღეა, არ გამოჩენილა საჯაროდ, რამაც ბიძგი მისცა ხმებს მისი ავადმყოფობის შესახებ. მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე, ლუკაშენკა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ავად იყო.

კვირას ლუკაშენკა არ მივიდა ღონისძიებაზე, რომელზეც ბელარუსის სახელმწიფო სიმბოლიკის დღეს აღნიშნავდნენ. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო გააქტიურდა მისი ავადმყოფობის შესახებ ვარაუდები.

ლუკაშენკას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

XS
SM
MD
LG