Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-მ ტელეგრამის არხი შექმნა და რუსეთის მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა


პროექტში ჩართულმა CIA-ს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის ომმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შექმნა უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა, თავად დაამყარონ კონტაქტი შეერთებულ შტატებთან.
პროექტში ჩართულმა CIA-ს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის ომმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შექმნა უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა, თავად დაამყარონ კონტაქტი შეერთებულ შტატებთან.

აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) შექმნა ტელეგრამის არხი და გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მოუწოდებს რუსებს, ინფორმაცია გაუზიარონ უწყებას. ამ ორწუთიანი ვიდეოს გმირები არიან საჯარო მოხელეები ან ადამიანები, რომლებსაც წვდომა აქვთ დოკუმენტებზე.

„თქვენი ინფორმაცია შეიძლება იმაზე უფრო ღირებული იყოს, ვიდრე ფიქრობთ“, - ნათქვამია CIA-ის ტელეგრამის არხზე. სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ მას უსაფრთხოდ. 16 მაისს, დილით, ტელეგრამის არხი თითქმის 700-მა ადამიანმა გამოიწერა, იუწყება RBK.

პროექტში ჩართულმა CIA-ს ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ უკრაინის ომმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შექმნა უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა, თავად დაამყარონ კონტაქტი შეერთებულ შტატებთან. „ჩვენ გვინდოდა რუსებისთვის მათსავე ენაზე გვეთქვა, რომ ვიცით, რის გადატანა უწევთ“, - თქვა CIA-ის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.

„ჩვენ გვინდოდა რუსებისთვის მათსავე ენაზე გვეთქვა, რომ ვიცით, რის გადატანა უწევთ,“ თქვა CIA-ის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.
„ჩვენ გვინდოდა რუსებისთვის მათსავე ენაზე გვეთქვა, რომ ვიცით, რის გადატანა უწევთ,“ თქვა CIA-ის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით.

CIA მიიჩნევს, რომ უკრაინის ომმა ნოყიერი ნიადაგი შექმნა რუს ბიზნესმენებთან, დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც უკმაყოფილო არიან კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკით და, ასევე იმათთან, ვინც დაზარალდა სანქციების გამო. CIA იტყობინება, რომ დაელოდება მის მიმართ მიმართვებს, უპირველეს ყოვლისა, სამხედროებისგან, რუსეთის დაზვერვის ჩინოვნიკებისგან, დიპლომატებისგან, მეცნიერებისგან და ნებისმიერი ადამიანისგან, ვისაც აქვს ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის ან მთავრობის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, CIA-ის ტელეგრამის არხის შექმნის შესახებ კომენტირებისას RBK-ს განუცხადა: „ძალიან მოსახერხებელი რესურსია იმათი თვალთვალისთვის, ვინც [CIA-ს] მიმართავს“.

შარშან ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს მტრის მხარეზე გადასვლას ღალატთან აიგივებს. სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს უცხოეთის სადაზვერვო სამსახურებთან რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული „კონფიდენციალური თანამშრომლობისთვის“. ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე.

XS
SM
MD
LG